საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე - "მრავალპოლარული მსოფლიოსაკენ", რომელიც ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იმართება, გიორგი მარგველაშვილი 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობებზე, რეგიონში მოქმედ პროექტებზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაზე.
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.