ლევან გაჩეჩილაძე: საზიანო იქნება აიბარგოს მთელი "მაესტრო" და სხვა შენობაში გადავიდეს, თუმცა ამისთვისაც მზად ვარ
09-03-2016, 07:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულება არ გაგრძელდება, "მაესტროსთვის" ეს საზიანო იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.

 


მისი თქმით, იჯარის გაგრძელებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჰქონდა მაკა ასათიანის ადვოკატთან.

 

 

"თუ გაგრძელდება იჯარის ხელშეკრულება, ნაკლებად შრომატევადი პროცესი იქნება "მაესტროსთვის" და მისი ინტერესებისთვის იქნება ნაკლებად საზიანო. თუ ხელშეკრულება არ გაგრძელდება "მაესტროს" ინტერესებისთვის საზიანო იქნება. საზიანო იქნება აიბარგოს მთელი "მაესტრო" და სხვა შენობაში გადავიდეს," - განაცხადა გაჩეჩილაძემ და დააზუსტა, რომ ამისთვისაც მზად არის.

 

"ძალიან ბევრი ტექნოლოგიური პროცესი სჭირდება, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვა სჭირდება, საოფისე ფართის გეომეტრიული და არქიტექტორული დაგეგმარება სჭირდება სხვა შენობაში გადასვლის პროცესს. თუმცა, ამისთვისაც მზად ვარ, რადგან "მაესტროს" ეთერი არ უნდა გაჩერდეს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი