კახა კალაძე: პოლიტიკაში უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ
09-03-2016, 07:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკაში "უცნობი, არაგამარგინალებული სახეების" გამოჩენის მომხრეა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიონალური პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას, ახალი სახეები სჭირდება.

 


“პოლიტიკაში უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ. ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიონალური პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას, ახალი სახეები სჭირდება. ეს არა მარტო პარტია “ქართული ოცნების” არჩევანი უნდა იყოს, მით უმეტეს, ძველი პარტიებიც თუ იგივეს იზამენ, პოლიტიკური პროცესები საქართველოში ახალ საფეხურზე ავა, დემოკრატიული არჩევნები ძალიან საინტერესოდ და ელექტორატისთვის კომფორტულად წარიმართება”, – განაცხადა კალაძემ პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

 


კალაძე თვლის, რომ ისინი ახლა დემოკრატიის მშენებლობის იმ სტადიაზე იმყოფებიან, როცა "შავ სამუშაოებს ასრულებენ, სამშენებლო ნაგავი უნდა გაიტანონ და საძირკვლის გამყარება დაიწყონ".

 


“თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლებელია პოლიტიკური ოპონირება და რეიტინგის დაგროვება, მუდმივად ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ჯანსაღი კრიტიკით და არა – დემაგოგიით. მესამე წელია, ვერ გამოვასწორეთ ბევრი რამ წინა ხელისუფლების, უფრო სწორედ, ერთი კაცის ხუშტურზე მორგებული რაღაც რეგულაციები, საკანონმდებლო ცვლილებები, სახელმწიფო უწყებები, თუ გაბერილი შტატები. ის, რასაც ხალხი ვერ ხედავდა, ან ხმას ვერ იღებდა შიშის გამო, გამჟღავნდა და გამოჩნდა ახლა. ბევრი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩაისახა, ახლანდელ ხელისუფლებას ბრალდება, არადა კანონის დაცვით, ხარვეზების ერთი ხელის მოსმით აღმოფხვრა ვერ გამოდის. ჩვენ, ახლა, დემოკრატიის მშენებლობის იმ სტადიაზე ვართ, როცა შავ სამუშაოებს ვასრულებთ, სამშენებლო ნაგავი უნდა გავიტანოთ და საძირკვლის გამყარება დავიწყოთ, ამ დროს, არამარტო ხელს გიშლიან, არამედ თავის გაფუჭებულს გაბრალებენ, რაც მინიმუმ საწყენია”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 


მისი თქმით, რაც შეიძლება მალე, ქართული პოლიტიკა უნდა გამოვიდეს არანორმალური მდგომარეობიდან, აგრესიის და დესტრუქციის სტადიიდან და უნდა გავიდეს ახალ საფეხურზე, ღირსეული ოპონირებით და მკვეთრი პოლიტიკური კონცეფციით.

 


“ვინც ამ საქმეში მიიღებს მონაწილეობას, იმას აქვს პოლიტიკური მომავალი, ვინც არა და, დარჩება წარსულში და დავიწყებას მიეცემა," აღნიშნა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი