ევროკომისია: საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ
09-03-2016, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

 

 

საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული წინადადება ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა. სწორედ ამ უწყებებმა უნდა მოახდინომ საბოლოოდ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება.

 

 

"საქართველომ მიაღწია ყველა იმ ნიშნულს, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული და რომელიც საქართველოს მთავრობას 2013 წლის თებერვალში წარედგინა. საქართველო აკმაყოფილებს არსებულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ საკუთარ მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზა არ დასჭირდეთ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

დოკუმენტში გაკეთებულია განმარტება, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემუშავებულ რეგულაციაში არ მონაწილეობს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია და რეგულაცია ამოქმედდება ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.

 


დოკუმენტში ასევე წერია, რომ ეს რეგულაცია დამტკიცების შემდეგ ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს. "რეგულაცია არის ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას გულისხმობს", - წერია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური ჟურანლის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. მას ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი პრესკონფერეციაზე რამდენიმე საათში წარადგენს.

 


სავიზო რეგულაციების შესახებ დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მისი ძალაში შესვლისთანავე ამოქმედდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი