დიმიტრის ავრამოპულოსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული
09-03-2016, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

 


ბრიუსელში სულ ცოტა ხნის წინათ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ეს არის პოზიტიური ამბავი, თუმცა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოსთან მიმართებაში დადებითი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

 

 

მან აღნიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ევროპაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მიმოსვლას, როგორც ბიზნეს და ტურისტული, ასევე საოჯახო დანიშნულებით საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი გააჩნიათ.

 


ავრამოპულოსმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი