ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან სავიზო რეჟიმი წელს შეიძლება საერთოდ მოიხსნას
09-03-2016, 23:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსეთთან სავიზო რეჟიმი მართლაც მნიშვნელოვნად გამარტივდა. ბოლო ორი თვეა მოქმედებს საკმაოდ გამარტივებული სავიზო რეჟიმი და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ წელს შეიძლება საერთოდ მოიხსნას სავიზო რეჟიმი, ვინაიდან ამის შესახებ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.


აბაშიძის თქმით, 16 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში მორიგი შეხვედრა შედგება.



"რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის. კარასინთან გვექნება საუბარი ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, გავივლით, ვნახავთ, როგორ მუშაობს სავიზო რეჟიმი, არის თუ არა პრობლემები და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე არის გასაკეთებელი ამ თვალსაზრისით, შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, იქ ვსაუბრობთ ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო საკითხებზე, ვაგვარებთ გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს. ამ თვალსაზრისითაც, იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაღაც შედეგით ჩამოვალთ," განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი