გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მოგილოცოთ, ალბათ რამდენიმე თვეში, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება
09-03-2016, 23:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისიის მიერ  ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართვას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და ის რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდება.


"ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ასევე ჩვენი ქვეყნის და ხალხის ძალიან დიდი წარმატება. ევროკომისიის მხრიდან ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში - ეს არის ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი. ალბათ, რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარს, საკანონმდებლო წინადადების ინიცირებისათვის და რა თქმა უნდა, ევროკომიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. მადლობას ვუხდი საერთოდ ყველას, ვინც პოზიტიური წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის ძალიან დიდი ძალისხმევის და დიდი შრომის შედეგი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას. მინდა მოგილოცოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი