ყველანი უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ როდესაც ევროკავშირთან საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე იმედი გვაქვს, რომ საზღვრები გაიხსნება და შევძლებთ მოკლევადიანი მიზნებით, იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა, ახლობლების მონახულება თუ უბრალოდ სიახლეების ნახვა, ყოველგვარი რიგების, ვიზების და ბიუროკრატიის გარეშე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში," განაცხადა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ ეს წარმატება კოლექტიური ძალისხმევის შედეგია, რისთვისაც პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
წულუკიანმა განმარტა, თუ რა წესები უნდა დაიცვან შენგენის ზონაში ვიზიტის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.
"გუშინ აღიარა ევროკავშირმა, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელზეც ევროკავშირი ამბობს, რომ ვიცით საზღვრის მართვა, რომ ჩვენ ვიცით უსაფრთხო დოკუმენტების წარმოება. ეს ყველაფერი გუშინ იქნა აღიარებული. უვიზო მიმოსვლა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უკანასკნელი თაობის ბიომეტრიული პასპორტი. როდესაც ჩვენ შევალთ ევროკავშირის იმ ზონაში, რომლისთვისაც გაიხსნება საზღვრები, აუცილებლად უნდა დავიცვათ იქ ყოფნის მაქსიმალური ვადა. ჩვენ გვინდა ჩვენი მოქალაქე გათვითცნობიერებული იყოს. უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევალთ ევროკავშირის ქვეყანაში და იქ დავსახლდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეძლევა უფლება შევიდეთ უვიზოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და იქ დავრჩეთ სამუშაოდ. თუ ეს მოხდება, ეს იქნება წესების დარღვევა და ასეთი მოქალაქე იქნება მოცემული ტერიტორიიდან გამოძევებული. ამიტომაც გადავუხადე ჩვენს სამართალდამცავებს, პოლიციის ატაშეებს, მიგრაციის სპეციალისტებს მადლობა, რომ მათ ითანამშრომლეს ევროპელ კოლეგებთან და შევთანხმდით შემდეგზე, რომ ასეთ მოქალაქეებს, ვინც უვიზო მიმოსვლის წესებს დაარღვევს, ჩვენ მათთან ერთად უკან, საქართველოში დავაბრუნებთ და შემდეგ უკვე იქნება რამდენიმეწლიანი აკრძალვა ევროკავშირში შესვლაზე," განმარტა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ნიშნავს სიახლეების ნახვას, ევროპული კულტურის გაცნობას და ამავდროულად ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოს კულტურის გაცნობას.
წულუკიანის თქმით, გამოიცა ბროშურა, სადაც უვიზოდ შესვლის პროცედურებია განმარტებული და ეს ბროშურები მოქალაქეებს პასპორტის აღების დროს გადაეცემათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.