ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას ბიზნესის ლობირების მიზნით მილიონი დოლარი გადაუხადა , - ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.
მისი თქმით 2004 წელს მას და მის პარტნოირებს, რომლებიც ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის აქციონერები იყვნენ, პრობლემები ექმნებოდათ, რის გამოც გადაწყვიტეს ლობისტის მოძებნა. კაპანაძის ცნობით, მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობდა ზესტაფონის ქარხნის წილების "აღრევას და პრივატიზებას".
"ჩვენ ვიყავით კერძო კომპანია და ეს იყო კერძო მფლობელობაში არსებული საწარმო. მისი პრივატიზაცია ჩვენზე ზეწოლის გარეშე შეუძლებელი იყო. მაგრამ ოქრუაშვილი იყო დაკავებული ზესტაფონის ქარხნის წილების აღრევით, პრივატიზებით, რაც სრული უკანონობაა. დაიწყეს თანამშრომლების დაკავებები. დავიწყეთ ლობის ძებნა, ვიპოვეთ თემურ ალასანია. მან ლობის საფასურად 2 მლნ დოლარი მოგვთხოვა. გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთები გვაქვს. თემურ ალასანიამ მიიღო მლნ დოლარი ორ ტრანშად, ოფშორული კომპანიის ანგარიშზე. ამის მიუხედავად პრობლემები დამძიმდა", - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, პრობლემების გამო რესტორან "ძველ სახლში" შეხვდა თემურ ალასანიას, რომელიც მას პრეზიდენთან დახმარებას დაჰპირდა. სანაცვლოდ კი, კიდევ ერთი მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და ზესტაფონის ქარხნის 25% წილი უნდა გადაეფორმებინა. თუმცა, როგორც კაპანაძე განმარტავს, რესტორნიდან გამოსვლისას მას ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს, ნარკოტიკები ჩაუდეს და დააკავეს. კაპანაძის თქმით, ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების თანხის, 1 მლნ ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.