დიმიტრი ქუმსიშვილი: ანაკლიის პორტის განვითარებამ უნდა მოუტანოს და გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა აბრეშუმის გზაზე
10-03-2016, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის ფარგლებში, ფორუმის ორგანიზატორებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ორგანიზებითა და აშშ–ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიღება გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე–პრემიერმა ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის, არამედ რეგიონისთვის და ისეთი გლობალური სატრანსპორტო–ლოგისტიკური მიმართულებისთვის, როგორიცაა ახალი აბრეშუმის გზა.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გლობალური ინფრასტრუქტურის ფორუმი ის პლატფორმაა, სადაც ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ან სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარდგენა მსოფლიო მასშტაბით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამით აღნიშნული პროექტი საერთაშორისო მასშტაბით გაცილებით ცნობადი გახდა და მიიღებს ყველა მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც პროექტს განხორციელებისთვის ესაჭიროება.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტში, მხოლოდ პირველ რამდენიმე ფაზაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 550 მილიონზე მეტი უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაა და შექმნის რამდენიმე ათეულ ათას ახალ სამუშაო ადგილს.


"ეს არის ის სიკეთე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ანაკლიის პორტის განვითარებამ უნდა მოუტანოს და გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა აბრეშუმის გზაზე", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას აგრეთვე სიტყვით მიმართეს ფორუმის ორგანიზატორის, "CC/LA"–ის პრეზიდენტმა ნორმან ანდერსონმა, "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც "ანაკლიის განვითარების კორპორაციის" თანაპარტნიორია, "კონტი ჯგუფის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოსტინ კონტიმ და ამერიკა–საქართველოს ბიზნეს–საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა წერეთელმა.


მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი