უნდა ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, ქვეყანამ განათლების საკითხში ბევრ რამეს თავი ჯერ კიდევ ვერ მოაბა, - ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა კონფერენციაზე - "სასკოლო განათლება - საქართველოს მომავალი" -განათლების სფროში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას გააკეთა.
უსუფაშვილის აზრით, განათლების სფეროში არსებული პრობლემები იმის ბრალია, რომ ჩვენ სათანადო პოტენციალი არ გვაქვს პედაგოგების, ან დაფინანსებაა ნაკლები
"ნიჭიერები და გამორჩეული ნიჭით მომადლებული ადამიანები ყველა ეპოქაში არსებობენ და ისინი კვალს იკვალავენ, მაგრამ როცა სასკოლო განათლებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ე.წ. ხუთოსნებზე არ ვლაპარაკობთ. სასკოლო განათლების ამოცანა არ არის ის, რომ ჩვენ საამაყოდ განათლებული ადამიანები გვყავდეს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ადამიანი განათლებული გვყავდეს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ სფეროში ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ძალიან დიდია ზღვარი კარგად განათლებულ უმცირესობასა და დანარჩენ ახალგაზრდობას შორის. არადა, ეს დანარჩენი ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები ინდივიდუალურად გზის გაკვალვას ყოველთვის ახერხებენ, ჩვენ კი, ერზე და მთელ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ამ პრობლემის სიღრმეში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ის ისმის, რომ ამ სფეროში არსებული პრობლემები იმის ბრალია, რომ ჩვენ სათანადო პოტენციალი არ გვაქვს პედაგოგების, ან დაფინანსებაა ნაკლები. პრობლემის სათავის მოძიება სხვადასხვა მხარესაა", - განაცხადა უსუფაშვილმა და ამ მხრივ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრა.
"ამ ტრიბუნიდან სიმართლის თქმა უპრიანია. პრობლემა ჩვენშია - პოლიტიკოსებში, ანუ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებში და ეს პრობლემა ძალიან ნათლად ჩანს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა იმ სფეროში, რომლის რეფორმირებას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა და გრელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, შემუშავება და გაყოლა. ყველა იმ საკითხში, რომელიც ვერ ეტევა ერთთვიანი, ან ოთხწლიანი სახელისუფლებო ციკლის პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად, ყველგან დიდი პრობლემები გვაქვს," განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.