ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ბობოყვათში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში წყლის სისტემის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
როგორც guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და 2 თვეში დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში კი სხვადასხვა დიამეტრის მილებით შეიცვლება წყლის სისტემების 6 კმ-იანი მონაკვეთი.
2015 წელს "სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში ბობოყვათის ადმინისტრაციულ ერთეულში გარემონტდა კულტურის სახლი, ასევე მოეწყო გარე განათების 22 წერტი და 350 გრძივ მეტრზე მოეწყო ბეტონის საფარი.
2015 წელს „სოფლის მხადაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის 13-მდე ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემატურ მონაკვეთებზე მოხდა წყლის მილების შეცვლა, რისთვისაც პროგრამიდან ჯამში 75 947 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.