თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დასრულდა ის დრო, როცა სამხედრო მოსამსახურეებს მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ.
"ჩვენ ამჯერადაც თავისუფლებას ვაძლევთ ყველა სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი შინაგანი რწმენით მიიღოს გადაწყვეტილება. ის დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა, როდესაც მათ აიძულებდნენ და ბრძანებას აძლევნდნენ ამა თუ იმ პარტიის და კონკრეტულად მმართველი პარტიისთვის მიეცათ ხმა", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის საგრძნობი ცვლილება და წინ გადადგმული ნაბიჯია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.