ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ბობოყვათის საბავშვო ბაღში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
10-03-2016, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ ბობოყვათის საბავშვო ბაღი მოინახულეს და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.


ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბობოყვათის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი გასულ წელს გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით სულ 106 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას და 22 ადამიანია დასაქმებული.


გასულ წელს პროექტის ფარგლებში შშმ პირებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული შენობა აშენდა, სადაც განთავსდა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე კეთილმოეწყო ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობები სათანადო ინვენტარით აღიჭურვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი