გიორგი მარგველაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა
10-03-2016, 06:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო - აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.


გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი გასული წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ.

 


პრეზიდენტებმა ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს.

 


მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ღრმადაა დაინტერესებული ენერგეტიკის სექტორში აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.

 


როგორც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი მიესალმება საქართველოსათვის გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკართან" შეთანხმების ხელმოწერას.

 


"აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


პრეზიდენტებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას დიდი პოტენციალი გააჩნია.



აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 


პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.



როგორც შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღინიშნა, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განხორციელებას, რადგან ეს პროექტი რეგიონში დამატებით რესურსებს გააჩენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი