ამირან ჯამბურიძე: ლენტეხი-ჩოლური-ლაშხეთი-უშგულის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა ქვემო სვანეთში ახალ სიცოცხლეს შემოიტანს
10-03-2016, 07:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხი-ჩოლური-ლაშხეთი-ლასდილი-უშგულის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაიხარჯება, ამის შესახებ guardian.ge-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ განუცხადა.


ჯამბურიძის თქმით, მთელი რეგიონის, და მათ შორის, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობა და ამ მიმართულებით უკვე წელსვე გადაიდგმება გადამჭრელი ნაბიჯები.


„წელს დაგეგმილია ლენტეხი-ჩოლური-ლაშხეთის ზონის მიმართულებით 20-30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტება, რომელიც იმ პროექტის ნაწილია, რაზეც პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ რამდენიმე კვირის წინათ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებლად გაკეთდება ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის გავლით, ზემო სვანეთში გადასასვლელი გზა. დავაკონკრეტებ, ესაა ლენტეხი-უშგული-მესტიის მიმართულება, სადაც, როგორც უკვე გითხარით,  20-30 კილომეტრიან მონაკვეთზე წელს ასფალტი დაიგება. ბევრგან ალბათ, კორექტირება იქნება საჭირო, ზოგ ადგილას კი სრულიად ახალი გზის გაყვანა დაიგეგმება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ კუთხით შეუდგება მუშაობას,“ აღნიშნა ამირან ჯამბურიძემ.


ლენტეხის გამგებლის თქმით, აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობა ქვემო სვანეთის ათეულობით სოფელს ახალ სიცოცხლეს შესძენს და უზარმაზარ სტიმულს მისცემს მთლიანად რეგიონს.


„ამ გზის სრული რეაბილიტაცია არასდროს არ განხორციელებულა და მხოლოდ ზაფხულის პერიოდსა და ადრეულ შემოდგომაზე არის შესაძლებელი ქვემო სვანეთიდან ზემო სვანეთში უშგულის გავლით გადასვლა. მთავრობას აქვს სერიოზული გათვლა ამ კუთხით და  ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა აღდგეს. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი იქნება იმისა, რომ მას სხვა მიმართულბებების განვითარებაც მოჰყვეს. ახალი გზის გაყვანა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რეგიონში ტურიზმისთვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში, მთელი რეგიონის და მათ შორის, ქვემო სვანეთის ეკონომიკურ აღმასვლას განაპირობებს,“ განუცხადა ამირან ჯამბურიძემ guardian.ge-ს.


გამგებლის ინფორმაციით, 2016 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც, რისთვისაც 1 მილიონ 600 ათასი ლარია გამოყოფილი, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებაც შედის.  

 

კომენტარები: 1
#1  მუშვან
      
გვირაბი არ იქნება?

გვირაბი არაა?
12 მარტი 2016 14:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი