გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან
10-03-2016, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციისაგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს მეოთხე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.


საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ის გარემოა, რომელშიც ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვცხოვრობთ.


"ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა მეგობარ აზერბაიჯანში - ბაქოში დაბრუნება, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებისა და იმ დიდი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღქმა, რომელთაც ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვიზიარებთ.


ღრმად მწამს, რომ ის ღირებულებები და საკითხები, რომელთაც აქ განვიხილავთ, სწორედ, რომ ისეთი დიდი პოეტის სულისკვეთებით უნდა განიხილებოდეს, როგორიცაა ნიზამი განჯელი.


ეს ის სულისკვეთება და გარემოა, რომელიც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ, გავაუმჯობესოთ და გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებში. მე ვარ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა განსხვავებული პოლიტიკური კონფრონტაციები და ოკუპაცია.


საქართველომ განიცადა საფრთხე და ოკუპაცია მისი მეზობლისგან. რუსეთის ფედერაციისაგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. ეს ის გარემოა, რომელშიც ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვცხოვრობთ. ჩვენ ეს განსაცდელი გვქონდა 90-იან წლებში და შემდეგ, კვლავ, 21-ე საუკუნეში - 2008 წელს რუსული ოკუპაციის შედეგად. ჩვენთვის მიუღებელი იყო დიდი ქვეყნებისათვის განსაკუთრებული გავლენის ზონების არსებობა.


ვამტკიცებდით, რომ ეს განმეორდებოდა სხვა ადგილებშიც და სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ გავხდით მსგავსი დრამატული სიტუაციის განვითარების მოწმე ჩვენს მეზობელ უკრაინაში; შედეგად, ყირიმი ოკუპირებულია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მიმდინარეობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო კვლავ ამტკიცებს, რომ სახელმწიფოები საკუთარ მეზობლებს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ, მიუხედავად იმისა ისინი არიან პატარა თუ დიდი ქვეყნები.


"ვამტკიცებთ, რომ ჩვენი მეზობლებისათვის უმჯობესია თანამშრომლობის ხიდებისა და პარტნიორობის შენება, ვიდრე წინააღმდეგობისა და ოკუპირებული ტერიტორიების შექმნა და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავად არის ოკუპირებული, საქართველო ასრულებს ძალიან საპასუხისმგებლო როლს, როდესაც საქმე ეხება გლობალურ უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი