გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპის რამდენიმე ქვეყანას მიგრანტებისთვის ბალკანეთის მარშრუტის „ერთპიროვნული“ ჩაკეტვის გამო დასდო ბრალი.
BBC -ს ცნობით, მერკელმა განაცხადა, რომ ამან საბერძნეთი „ძალიან მძიმე მდგომარეობაში“ ჩააგდო და ამგვარი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული მთელი ევროკავშირის თანხმობით.
ავსტრიამ, სლოვენიამ, ხორვატიამ, ევროკავშირის არაწევრმა სერბეთმა და მაკედონიამ, მიგრანტების ნაკადის შეჩერების მიზნით საზღვრები ჩაკეტა.
ევროკავშირმა და თურქეთმა, საიდანაც მიგრანტები საბერძნეთში აღწევენ, შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ უნდა შეანელონ კრიზისი.
წინადადებების თანახმად, რომელიც ბრიუსელში ორშაბათს შემუშავდა, მაგრამ ჯერ კიდევ საბოლოო ვარიანტად არ არის მიღებული, ყველა მიგრანტი, რომელიც თურქეთიდან საბერძნეთში ჩავა, უნდა უკანვე იყოს გაბრუნებული. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ეს გეგმა დაასრულებს „არალეგალურ მიგრაციას ევროპაში“.
მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ევროპაში ყველაზე საშინელი კრიზისია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.