რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, რომელიც შეერთებულ შტატებში გასულ წელს გარდაცვლილი იპოვეს, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრამვის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ BBC აშშ-ს ოფიციოზზე დაყრდნობით წერს.
ვაშინგტონ დისის მთავარი სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, მას შემდეგ რაც გვამი გამოიკვლიეს, მიხაილ ლესინს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები კისერზე, ტორსსა, მკლავებსა და ფეხებზე აღენიშნებოდა.
57 წლის ლესინი გარდაცვლილი სასტუმროში იპოვეს. იგი რუსეთის ყოფილი პრეს მინისტრი და ერთ დროს გაზპრომის მედია ჰოლდინგის მძლავრი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრები, რუსული მედიის ციტირებით, აცხადებდნენ, რომ ლესინი გულის შეტევით გარდაიცვალა.
მთავარ სამედიცინო ექსპერტს სხვა დეტალები არ წარმოუდგენია. the Washington Post-ის მიხედვით, პოლიციის წარმომადგენელმა დასტინ სტერნბეკმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება. მან თავი შეიკავა იმის თქმისაგან, ნიშნავს თუ არა გვამის გამოკლევის შედეგები იმას, რომ დანაშაულია ჩადენილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ახლა ელოდება ვაშინგტონისაგან "ნათელყოფას და სათანადო ოფიციალურ ცნობებს გამოძიების პროგრესზე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.