თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს საპროტესტო აქციას განაახლებენ
11-03-2016, 00:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ.სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ღამის განმავლობაში რაიმე ტიპის ხელშეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.


როგორც სტუდენტები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სენატისა და ადმინისტრაციისგან გარკვეული დაპირებები მიიღეს, დანებებას მაინც არ აპირებენ.


მათივე ინფორმაციით, დღევანდელ საპროტესტო აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.


სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია – მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან და მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია.


სტუდენტთა ჯგუფი გუშინ სენატის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის სენატის წევრებს ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის პიროვნების შესახებ. სტუდენტების მტკიცებით, გაფრინდაშვილი ცნობილია სტუდენტთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით, რისი დამამტკიცებელი ვიდეომასალაც, მათი განცხადებით, ინტერნეტში არსებობს.


სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტის დაცვის სამსახურთან ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული, თუმცა რექტორის გადაწყვეტილებით პატრულმა შენობა მალევე დატოვა.


თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის სტუდენტებს აქციის შეწყვეტა სთხოვა. მან სტუდენტებს შესთავაზა, ორშაბათს შედგეს საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც სენატის წევრებთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას და მოხდება კანცლერის არჩევნებზე წარდგენილი კანდიდატურების განხილვა.


თუმცა, სტუდენტები რექტორის შეთავაზებას არ დათანხმდნენ, რადგან მათი აზრით, ეს არის მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი