დღეს უნივერსიტეტში საკმაოდ რთული ვითარებაა, არ არის კანცლერი, ახლა რექტორის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი საერთო მმართველობის გარეშე დარჩება, - ეს განცხადება ლადო პაპავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განმარტებით, რექტორის გადადგომის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც კანცლერიც კი არ არის არჩეული, უნივერსიტეტი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება, ამიტომაც პაპავა გადადგომის რაიმე შესაძლებლობას არ განიხილავს.
„მე გადადგომას არ ვგეგმავ. დღეს უნივერსიტეტში საკმაოდ რთული ვითარებაა, არ არის კანცლერი, ახლა რექტორის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი საერთო მმართველობის გარეშე დარჩება. ძალიან რთული ჩანაწერია კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“, რექტორის გადადგომის შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი უნივერსიტეტი, მთელმა უნივერსიტეტმა რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიოს, ამას საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება. უნდა გამოცხადდეს კონკურსი, მას უნდა მოჰყვეს მოსმენები, უნდა შეიქმნას საარჩევნო უბნები… პროცედურები შეიძლება 2 თვემდე გაგრძელდეს და მთელი ამ დროის განმავლობაში უნივერსიტეტი იქნება ხელმძღვანელის გარეშე. ამიტომაც მე რექტორის გადადგომის რაიმე შესაძლებლობას არ განვიხილავ, თუმცა ეს პროცესები მიმართულია იქეთკენ, რომ რექტორი აიძულონ, გადადგეს“, – განაცხადა ლადო პაპავამ.
ლადო პაპავას არ უნდა იმის დაჯერება, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები შესაძლოა პოლიტიკოსების მხრიდან იყოს მართული.
"მე არ მინდა დავიჯერო, რომ პროცესები არის მართული. რაც შეეხება პოლიტიზებას, 14 ცნობილი ქართველი ღვაწლმოსილი პროფესორი ხელს აწერს შესანიშნავს განცხადებას, სადაც მათ მოუწოდეს ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალებს, გაუფრთხილდნენ უნივერსიტეტს, გაუფრთხილდნენ ადგილს, სადაც სწავლობენ პოლიტიკოსების შვილები, დები, ძმები და არ მოახდინონ უნივერსიტეტის პოლიტიზება. მე ვფიქრობ, ქართველ პოლიტიკოსებში არის ის ჯანსაღი მუხტი, რომ უნივერსიტეტის პოლიტიზებაში არანაირი მონაწილეობა არ მიიღონ," განაცხადა ლადო პაპავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.