ნინო ბურჯანაძე: ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", არ გაბედონ არჩევნების გაყალბება
11-06-2014, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", არ გაბედონ არჩევნების გაყალბება, – ამის შესახებ კოალიცია "ნინო ბურაჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა , ნინო ბურჯანაძემ გუშინ, (10 ივნისი) "რუსათვი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.

 


მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური აუცილებლად გაიმართება.

 


"მე შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტური ყველგან დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ მოვიდეთ ადგილობრივ ხელისუფლებაში. ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", არ გაბედონ არჩევნების გაყალბება. საპრეზიდენტო არჩევნებზე მე გავაჩერე ჩემი მომხრეები და დღეს ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ყველაფერის ფონზე, როდესაც თითი დაგვიქნია პრემიერმა, რომ თუ რომელიმე რაიონში, რომელიმე სხვა ძალა გაიმარჯვებს, ეს იქნება ქვეყნის დაღუპვა. დღეს ჩვენ გვიწევს ხმების დაცვაზე საუბარი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 


მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობა" გადარჩენისთვის იბრძვის.

 


"მე "ნაციონალური მოძაობის" წევრი არ ვყოფილვარ. სანამ მე ვიყავი ტერიტორიები არ იყო დაკარგული და ომი არ იყო ქვეყანაში, სანამ მე ვიყავი აფრები ბოლომდე არ ქონდა აშვებული "ნაციონალურ მოძრაობას" და რომ დავინახე რა გზით მიდიოდნენ, სწორედ ამიტომ მივიღე უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დავტოვე უმაღლესი თანამდებობა. ასეთი რამ საქართველოში არავის არ გაუკეთებია. მე ასახსნელი არაფერი არ მაქვს. დიდი ძალისხმევა შევალია იმას, რომ კრიმინალად ქცეული "ნაციონალური მოძრაობა" მოშორებოდა ქვეყანას. "ქართულმა ოცნებამ" ნაცვლად იმისა, რომ 1 ოქტომბერი გამოეყენებინა ამ კრმინალურ ბანდასთან ბრძოლისთვის, დაიწყო თანამშრომლობა და დღეს ვხედავთ მათ კოჰაბიტაციას. ვინ იფიქრებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაბედავდა თითის ქნევას. ეს არის "ქართული ოცნების" უსუსურობის ბრალი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი