ა/ო „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წარმომადგენლები პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო“ ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული საკრებულოების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ. პროექტს ახალი იდეებით, მიზნებითა და გეგმებით ა/ო „პოზიციაც“ შეუერთდა.
არასამთავრობოების წარმომადგენლები ბორჯომის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და ახალგაზრდულ საკრებულოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. აქვე სამომავლო სამოქმედო პროგრამა და მომდევნო სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა. შეხვედრას არასამთავრობოებისა და ახალგაზრდული საკრებულოს წევრების გარდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ფერაძეც ესწრებოდა.
პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო“ ა/ო „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ ორგანიზებით, ცხრა თვის წინათ დაიწყო და მასში საქართველოს მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს.
„ეს არის პროექტი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. აქცენტი გაკეთდება არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და ლიდერობის განვითარებაზე. ჩვენი სურვილია, რომ რეგიონებში ახალგაზრდებისთვის გაჩნდეს პერსპექტივა. თავად კი მომზადებულები შეხვდნენ აღნიშნულ გამოწვევას და მიიღონ მონაწილეობა თავიანთი მუნიციპალიტეტის განვითარებაში. თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება, ჯამში, საქართველოს განვითარებაა – ეს კი აღნიშნული პროექტის მიზანია”,- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.