თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა დაადასტურა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.
თანაშემწის თანამდებობა დღემდე ნათია ომაძეს უკავია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარე ხელს დღეს მოაწერს.
ასევე, იგეგმება მეორე თანაშემწის დათხოვნაც. არსებული ინფორმაციით, მის ნაცვლად "ქართული პარტიის" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ერგემლიძე დაინიშნება.
მოგვიანებით, თავად ოქრუაშვილმაც დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტზე განიხილება.
"დიდი ალბათობით საკრებულოს თავმჯდომარეს ჩემზე კარგი მრჩეველი არ ეყოლება. ეს საკითხი განიხილება და მისი გადასაწყვეტია," აღნიშნა ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.