პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტის განხილვისა და დამტკიცების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს ვალდებულება დაეკისრებათ, გაზრდილი ფინანსური სახსრები მხოლოდ კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ მიმართონ და ადმინისტრაციული ხარჯები არ გაზარდონ. აღნიშნულ ვალდებულებას დროებითი ხასიათი ექნება და ის 2021 წლამდე იმოქმედებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც ცვლილებების განხორციელებას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის შეჩერებასა და მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდისთვის გათვალისწინებული შესაბამისი სახსრების ზრდას უზრუნველყოფს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ფინანსური ავტონომიის გაზრდის უზრუნველსაყოფად, 2014 წელს საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტს 2016 წლიდან დამატებითი საკუთარი შემოსულობების წყარო გაუჩნდება, კერძოდ: საშემოსავლო გადასახადი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან; არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი (ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან); საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან; საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირისათვის ქონების ჩუქებიდან; საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღებიდან; საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან. ამასთან დაკავშირებით სამინისტრო აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობების ზრდის კვალობაზე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ეტაპზე კვლავ გაგრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ ახლადგაჩენილი დამატებითი ფინანსური სახსრები მიმართულ იქნეს ადგილებზე მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის.
"კანონპროექტის მიღების მიზეზს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის შეჩერება წარმოადგენს. კანონპროექტით იქმნება სამართლებრივი მექანიზმი, რათა მუნიციპალიტეტებმა გაზრდილი საბიუჯეტო რესურსები კაპიტალური პროექტების განხორციელებისკენ მიმართონ. ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა მუნიციპალიტეტების დონეზე ძლიერი მუნიციპალური ხელისუფლების ჩამოყალიბებაა, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. ამასთან, 2014 წელს პარლამენტის მიერ მიღებულმა კოდექსმა განსაზღვრა მთელი რიგი უფლებამოსილებები, რომელიც განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებს გადაეცა - მათ შორის, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მართვა, წყალმომარაგების უზრუნველყოფა, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, უსახლკაროთა თავშესაფარის მოწყობა და ასევ შემდეგ. აღნიშნული ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტის ორგანოებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება უზრუნველყონ", - აცხადებენ მთავრობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.