გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის საქართველოში ვიზიტის თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ეს ვიზიტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მაღალი დონის ვიზიტებზე, მათ შორის გაერო-ს გენერალური მდივნის ვიზიტზე. თარიღთან დაკავშირებით ამ დროისთვის არ შემიძლია კონკრეტული ინფორმაცია გითხრათ. ეს სამუშაო პროცესია და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამ ვიზიტის თარიღი. გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა. ის მხოლოდ ერთხელ გავლით იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რადგან გაერო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეებში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი", - განაცხადა ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.