"ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, 26 მაისს ხალხი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და კახა კალაძემ გუშინდელი განცხადებით მათ შეურაცხყოფა მიაყენა.
"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მე უნდა ვსაუბრობდე წინასაარჩევნო პროგრამაზე, თუმცა საუბარი მიწევს კახა კალაძის განცხადებებზე. მაშინ, როდესაც 26 მაისს ეს ხალხი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, კახა კალაძე იტალიაში ნებივრობდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე განმარტებით, კალაძემ დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს დაინახა, რომ არჩევნებს აგებს და რეალური კონკურენტი მათთვის "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციაა".
ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატები, რომლებიც დღეს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან.
"ქართულმა ოცნებამ" 26 მაისის ერთ-ერთი დამრბევი დაგვინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად ალექსანდრე ჭიკაიძის სახით. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით ნათლად გამოჩნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" აქვს სულიერი ერთობა. კალაძის განცხადება 26 მაისთან დაკავშირებით იმეორებდა სააკაშვილის განცხადებებს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით ვიცე-პრემიერის გუშინდელი გამოსვლით ნათლად დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალურო მოძრაობა" ერთი გუნდია.
"ბატონო კახი, ჩვენ გაგიხსენით გზა ხელისუფლებაში მოსასვლელად, რადგან ჩვენ არ ვიბრძოდით ამისთვის, ჩვენ ვიბრძოდით შავი ჭირის – სააკაშვილის მოსაშორებლად და სწორედ ამ შავი ჭირის რეანიმირებით ხართ დაკავებული", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"რუსთავი 2"-ის თოქ შოუ "არჩევანში" სტუმრობისას კალაძემ ნინო ბურჯანაძეს 26 მაისი შეახსენა და აღნიშნა, რომ მის ესკორტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" კორიდორი გაუკეთა და გაქცევის საშუალება მისცა.
"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, თქვენი ესკორტი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ. როგორ გაგიკეთათ კორიდორი "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორ გარბოდით და იქ ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. იქ დაზარალებულ ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება?" - აღნიშნა კალაძემ ნინო ბურჯანაძის მისამართით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.