მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჯონ ქერის შეხვდება
11-03-2016, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

14-18 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალურ ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის  შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან. შეხვედრები ასევე გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.


ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძე სენატსა და კონგრესშიც გამართავს შეხვედრებს, მათ შორის შეხვდება საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენს ტედ პოს და ჯერალდ კონოლსს.


მიხეილ ჯანელიძე ასევე გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მინისტრი  სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოში. დაგეგმილია  შეერთებული შტატების წამყვანი მედიასაშუალებებისთვის მინისტრის მიერ ინტერვიუების მიცემა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი