ა(ა)იპ ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებამ“ (დირექტორი გიორგი ატაშვილი) ხარაგაულში, საქველმოქმედო აქცია განახორციელა.
ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” ინიციატივით აღნიშულმა ორგანიზაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სასკოლო ნაკრებები გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო აქციაში 100-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ და ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” ხელმძღვანელმა ეკა შავიძე სოცალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი პირადად გადასცეს. რაც შეეხება, სასკოლო ნაკრებებს, მოსწავლეებს აღნიშნული პაკეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ პაატა გოგოლაძემ, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ და ,,მოქალქეთა ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.
ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციების _ “ორფან გრეინ ტრეინისა“ და „ლუთერანების მსოფლიო დახმარების” ფინანსური მხარდაჭერით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი” მადლიერებას გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის გიორგი ატაშვილის მიმართ, იმ ქველმოქმედებისათვის რაც ხარაგაულში განახორციელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.