ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა
11-03-2016, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა მე-9 ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალს აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილესთან, ბრიუს ენდრიუსთან ერთად სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა ერთ-ერთ პანელზე და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის წახალისებისა და ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც დიდი პოტენციალის მქონე რეგიონულ სატრანსპორტო–ლოგისტიკურ ცენტრზე, სადაც სხვადასხვა სავაჭრო მიმართულებები იკვეთება. ამ მიმართულებით დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დაასახელა.


„დიდი სიხარული მოგვიტანა ანაკლიის პროექტის გამარჯვებამ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს ურთიერთკავშირი აზიას, ჩინეთსა და ევროპას შორის. ამით გაჩნდება ის მნიშვნელოვანი კარი, რომელიც უნდა მოემსახუროს ტვირთნაკადს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ აშშ–ს კომერციის დეპარტამენტი ანაკლიის პორტის განხორციელებას მხარს უჭერს.


„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ფინანსურ ინსტრუმენტებში გადაიზრდება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიზიდავს დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ფორუმის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილსა და ბრიუს ენდრიუსს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებულ 4–პუნქტიან სამთავრობო რეფორმის გეგმაზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუს ენდრიუსი აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 2016 წლის ნოემბერში გაიმართება.


,,მოხარული ვარ, რომ აქ ვხედავ ჩემს მეგობარ ვიცე-პრემიერს. დიდი პატივია ჩემთვის მისი ვაშინგტონში ხილვა. როდესაც მე ვსტუმრობდი თბილისს 2015 წლის ოქტომბერში, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვმა. როდესაც ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს შევხვდი, რომელიც დღეს ჩვენთან იმყოფება, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რომლითაც საქართველოს მთავრობა ცდილობს გამოიყენოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. რეგიონის ქვეყნები კარგად აცნობიერებენ, რომ თუ შეიქმნება ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მატარებელი ბლოკი, თითოეული ქვეყანა შეძლებს მეტი სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. მაგრამ ამისთვის მათ აუცილებლად უნდა შექმნან ერთიანი ინფრასტრუქტურა, რათა შეძლონ დააკავშირონ ბაზრები და შესაძლებელი გახდეს საქონლისა და მომსახურების რეგიონის ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილება. დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკული კომპანიები ამ რეგიონში შეიტანენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სერვისს, სათანადო გამოცდილებასა და ცოდნას“ - განაცხადა ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა.


ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი