დონალდ ტრამპმა, მას შემდეგ რაც ჩიკაგოში მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლები არეულობებსა და შეტაკებებში გადაიზარდა, წინასაარჩევნო კამპანია გადადო.
BBC -ს ცნობით, ილინოისის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტრამპს შეხვედრა უნდა გაემართა, მის ჩამოსვლამდე ასეულობით ადამიანი შეიკრიბა პროტესტის გამოსახატავად.
აუდიტორიის შიგნით კი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა პროტესტანტებსა და იმ მხარდამჭერებს შორის, რომლებიც ტრამპის დასახვედრად დროშებით იყვნენ მომართულნი და რესპუბლიკელების წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერ სიტყვებს გაჰყვიროდნენ.
განცხადებაში, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ტრამპმა შეხვედრის გადადების გადაწყეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციას შეხვდა. მაგრამ ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოლიციის ძალებს მისთვის არ მიუციათ რჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კამპანია გადადებულიყო.
თავად ტრამპმა კი CNN-ს განუცხადა: „ჩვენ მივიღეთ ჩინებული გადაწყვეტილება, გადავდოთ კამპანია. მე არ ვარ პერსონა, რომელსაც ძალადობის ყურება სურს.“
ტრამპმა პროტესტანტებს არეულობის მოწყობასა და ძალადობაში დასდო ბრალი და თქვა, რომ მისი საარჩევნო კამპანია მისი მხარდამჭერებისთვის „სიყვარულის დღესასწაულია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.