ხობის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 848 311 ლარი დაიხარჯება
11-03-2016, 23:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2016 წელს 848 311 ათასი ლარი გამოუყო. საერთო ინტერესების გათვალისწინებით, პროგრამა რამდენიმე დასახლებისათვის განკუთვნილი თანხის გაერთიანებასაც ითვალისწინებს.

 


როგორც guardian.ge -ს ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მიმდინარე კვირის განმავლობაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია ოცდაერთივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პირობები გააცნეს და მათი პრობლემები მოისმინეს.

 


ამის პარალელურად საკრებულოში საკრებულოს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს გამგეობის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენაც. საბოლოო შემაჯამებელ ანგარიშს საკრებულოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია წარუდგენს.

 

 

საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის 2016 წლის პროგრამის განსახორციელებლად 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 50 მილიონი ლარი გამოყო. თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობაზე დაყრდნობით ახორციელებს.

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიხედვით, 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის 4 000 ლარია გათვალისწინებული, 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 5 000 ლარი, 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 8 000 ლარი, 1 000-სზე მეტსულიანი დასახლებისათვის კი – 12 000 ლარი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი