საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე გიორგი კენჭიაშვილი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაგეგმა ეგვიპტის მოქალაქის, მარკო გრეის საკუთრებაში არსებული, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კენჭიაშვილმა დაამზადა აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, თითქოს, ეგვიპტის მოქალაქემ მას გადასცა მიწის ნაკვეთის განკარვის უფლება.
აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტით, გიორგი კენჭიაშვილმა მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა თავის სახელზე, რის შემდეგაც გაასხვისა საქართველოს მოქალაქეზე.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.