გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ს კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორშაბათს, 14 მარტს მიიღებს
12-03-2016, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ს კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორშაბათს, 14 მარტს მიიღებს. როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკაში" სატელეფონო ჩართვისას აღნიშნა, მისთვის პრემიერ მინისტრის განცხადება მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა გარემოებებიც გასათვალისწინებელი იქნება.

 


"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება. შესაბამისად, პატივს ვცემ მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ სამართლებრივი რეგულაციების დაცვით განხორციელდა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას. აქედან გამომდინარე, ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და ამ შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია კი გრძელდება. როგორც აქციის მონაწილე სტუდენტმა მარიამ ბაღდავაძემ განაცხადა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

 

 

"დღეს ჩვენ, 15.00 საათზე ისევ შევიკრიბებით და დავგეგმავთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი. ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება. მოხსნას კანდიდატურა გიორგი გაფრინდაშვილმა. დაიწყოს გამოძიება "ოდეერის" საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული", - განაცხადა მარიამ ბაღდავაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი