ლადო პაპავა: ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობს ის, რაც ხდება, არის რექტორი
12-03-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თსუ-ში მიმდინარე აქციის მონაწილე სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა შეხვდა. როგორც პაპავამ აღნიშნა, ის არ აპირებს გადადგომას, რადგან ამან შესაძლოა სიტუაცია უნივერსიტეტში უფრო დაამძიმოს.

 

 

"როდესაც უნივერსიტეტში არის გარკვეული პროცესი, რომელიც მართვას რეალურად ექვემდებარება, პირველ რიგში, შეიძლება დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი.

 

 

ამიტომ, ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობს ის, რაც ხდება, არის რექტორი. გაფრინდაშვილმა საბჭოსთან შეხვედრა ისურვა, მე დავეკითხები საბჭოს და თუ ისინი მოისურვებენ, ეს შეხვედრა შედგება.

 

 

სანამ არ გამწვავდებოდა სიტუაცია, ერთი პიროვნება, რომელიც ყველასთვის ცნობილია, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. როცა სიტუაცია გამწვავდა, მთელი უნივერსიტეტი ამაზე ალაპარაკდა, ბუნებრივია, შეიქმნა პრობლემა", - განაცხადა ლადო პაპავამ.

 

 

რექტორის თქმით, მან გაფრინდაშვილის კანდიდატურას თავის დროზე მხარი არ დაუჭირა.

 

 

"იყო კანდიდატურა, რომელსაც მე დავუჭირე მხარი. ჩავთვალე, რომ ის იყო ამ ეტაპზე უკეთესი. მან კი მოხსნა თავისი კანდიდატურა. მე არც პირველ ეტაპზე დამიჭერია მხარი გიორგი გაფრინდაშვილისთვის და არც მეორეზე და ამის მიზეზების შესახებ უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრე", - განაცხადა ლადო პაპავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი