დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, იმერეთის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ნოდარ მიქიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ქუთაისში მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის ფინალური ეტაპის სამუშაოებს დაათვალიერებენ.
ქუთაისის ნაგავსაყრელის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.