ირაკლი ჩიქოვანი: პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე" ვერ შეგვაშინებს
12-03-2016, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე, ვერ შეგვაშინებს, ეს უფრო მეტად გაგვაძლიერებს, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა ამის შესახებ დღეს ტელეკომპანია "იმედში" პირდაპირი ჩართვისას.

 


მისივე თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" შეგნებულად გუშინ განცხადებები არ გააკეთეს და საზოგადოებას მისცეს საშუალება დამოუკიდებლად გამოეხატა პოზიცია.

 


"ეს არის შეტევა ქვეყანაში არჩევნებზე, რომელიც 6 თვის შემდეგ ჩატარდება. ეს არის შეტევა "თავისუფალ დემოკრატებზე", რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ დღეს ვიღაცას აქვს ინტერესი აღუდგეს იმ მხარდაჭერას, რომელიც საზოგადოების მხრიდან იზრდება "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ და შეაჩეროს ეს პოლიტიკური ძალა ამ ბინძური თამაშებით", - განაცხადა ჩიქოვანმა და მომხდარი "თავისუფალ დემოკრატებზე" შეტევად შეაფასა.

 


"პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე" ვერ შეგვაშინებს. ეს უფრო მეტად გაგვაძლიერებს. უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენს ბრძოლას დიდი პერსპექტივა აქვს და აქვს უდიდესი შესაძლებლობა ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, გახდეს ევროპული სახელმწიფო", - აღნიშნა ჩიქოვანმა და დაამატა, რომ ძალიან სწრაფად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ისინი, ვინც ამას სჩადის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი