ირაკლი ალასანია: დაგეგმილი იყო მორალური მკვლელობა ჩვენი ერთ-ერთი ლიდერის
12-03-2016, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირის წინათ ტყვიებით და ჩაქუჩებით გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს, მე-2 შემთხვევაში კი მორალური მკვლელობა იყო დაგეგმილი ერთ-ერთი ჩვენი ლიდერის,“ აღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი2“ -ზე „კურიერში“ ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა.

 

 

ალასანიას თქმით, ყოველივე ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ეს არის აშკარად მიზანმიმართული პოლიტიკური ბრძოლა მათ წინააღმდეგ.

 


„იმ ადამიანების ჯგუფმა, იმ ორგანიზებულმა, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ვინც ეს გააკეთა, გადალახა ყველა ზღვარი, წითელი ხაზი, საზოგადოებას და მთელ ჩვენს ქვეყანას გამოწვევა გაუკეთეს, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი, ადეკვატური პასუხი და ერთადერთი არის ის, რომ დამანაშავე უნდა იყოს დაკავებული და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი,“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 


მისი თქმით, ეს არის ტესტი არა მარტო სამართალდამცავი სამსახურებისთვის, არამედ ახალი პრემიერ მინისტრისთვისაც.

 

 

„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლებაში, და ეს ჩანს კიდევაც ღიად, ხელისუფლებაში არიან ძალები, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, რომელიც არ იმართება პრემიერისგან და იმართება არაფორმალურად სხვა პირების მიერ. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ დიდი ალბათობით შეიძლება სწორედ აქედან ყოფილიყო გადამდგარი ეს მზაკვრული, ამორალური ნაბიჯი,“ აღნიშნა ალასანიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი