ირაკლი ალასანია: მე პირდაპირ გეტყვით, არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი მართავს უშიშროების სტრუქტურებს, კონკრეტულად მოადგილეზე არის პირდაპირ გასული
12-03-2016, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე პირდაპირ გეტყვით, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი მართავს უშიშროების სტრუქტურებს, კონკრეტულად მოადგილეზე არის პირდაპირ გასული, პირდაპირ იღებს დავალებებს ის ადამიანი,“ - აღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი2“ -ზე ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ აქედან გამომდინარე ფარული ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებამ ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს.

 

 

„პრემიერ მინისტრი როდესაც დაინიშნა თავის თანამდებობაზე, ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ვერც ერთი ცვლილება ვერ განახორციელა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ არაფორმალურ მმართველს არ უნდოდა, რომ ეს ცვლილებები განხორცილებულიყო. მე პირდაპირ გეტყვით, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. ის მართავს უშიშროების სტრუქტურებს, კონკრეტულად მოადგილეზე არის პირდაპირ გასული, პირდაპირ იღებს დავალებებს ის ადამიანი, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად საფუძვლიანია, რომ ეს ვერსიაც განიხილებოდეს სამართალდამცავი სტრუქტურის მხრიდან და პრემიერ მინისტრის მიერ დავალებული გამოძიება აქეთკენაც უნდა მუშაობდეს. ხაზს ვუსვამ, ლოგიკურად ხელისუფლებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ შეღწევა ასეთ მასალასთან, ეს მასალა არ იყო განადგურებული, ეს მასალა დევს სპეცსამსახურებში. ასევე შეიძლება ეს ყოფილიყოს ძველი ხელისუფლების მიერ ტირაჟირებული, მაგრამ მე დღეს აბსოლუტურად მგონია შინაგანად, რომ იმ მოვლენების განვითარებით, როგორც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში და ბოლო, განსაკუთრებით ერთი წლის განმავლობაში, მანიპულირება პირადი ცხოვრებით, როგორ ხდებოდა ჩარევა სხვადასხვა მედიის, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს მაძლევს მე გარკვეულ საფუძველს, ვივარაუდო, რომ სწორედ ხელისუფლების გარკვეული შტოდან მოდის ეს ამორალური და ცინიკური თავდასხმა,“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი