„ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელება არის მიმართული პირადად პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ, - ეს განცხადება საპრალმენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „რუსთავი2“ -ზე "კურიერში" გააკეთა.
მან ფარულად გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახევლი ვიდეო მასალის გავრცელებას „ამაზრზენი ფაქტი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საგამოძიებო სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ფაქტის გამოსაძიებლად, რათა დამნაშავეთა უმკაცრესი დასჯა მოხდეს.
სესიაშვილმა გაოცება გამოხატა იმ პოლიტიკოსების და ექსპერტების მიმართ, რომლებიც წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და „დღეს ქვებს ხელისუფლების მისამართით ისვრიან“.
„მე მაოცებს იმ პოლიტიკოსების კომენტარები, განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი, ე.წ. ექსპერტებისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების აღშფოთებები, რომლებიც დღეს ქვებს ხელისუფლების მისამართით ისვრიან, მაშინ როდესაც ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ იყო ამ ფარული ვიდეო ჩანაწერების, წამების კადრების შემნახავი და გამავრცელებელი და მაინც წინა ხელისუფლების მხარდამჭერები რჩებიან. მაგრამ საღად ვინც აზროვნებს დღეს, ძალიან კარგად ხვდება, რომ თუ ვინმეს ასეთი მარაზმი არ აწყობს და აზიანებს, ეს არის ხელისუფლება. ვისაც ამის ანალიზი და აღქმის უნარი გააჩნია, დარწმუნებულია ის იმაში, რომ ეს პირველ რიგში აზიანებს ხელისუფლებას, ეს არის მიმართული თითოეული ჩვენთაგანის წინააღმდეგ, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის ტერორი, და ტერორით, ადამიანებზე კომპრომატების მოგროვებით, დაშინებით ვინ გვაცხოვრებდა წლების მანძილზე, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს,“ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და დაამატა, რომ ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელება პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ არის მიმართული.
„ეს არის მიმართული პირადად პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ძალიან ბევრს, გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალებს შეეშინდათ უბრალოდ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი მოვიდა პრემიერ მინისტრად და მან თქვა, რომ ჩვენ ყველაფერი ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად, წყნარად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მივიდეთ არჩევნებამდე და ჩავატაროთ ის სამაგალითოდ. ძალიან ბევრს ამის შეეშინდა. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ძალა, რომელსაც ეს არ უნდა და მიზანმიმართულად ცდილობს სიტუაციის არევას და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში „თავისუფალი დემოკრატები“ ამოიღეს სამიზნედ და მე დღეს თავისუფალი დემოკრატი ვარ, იმიტომ, რომ მეც ისევე დავზიანდი, როგორც თითოეული მათგანი, და ვისაც ასე ჰგონია, რომ ამაში ხელისუფლებაა ჩარეული, ეს არის წმინდა პოლიტიკური სიბეცე,“ აღნიშნა სესიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.