თამარ სანიკიძე: ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში "ოდეერს" არაფერი ესაქმება
12-03-2016, 23:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"უნივერსიტეტსაც და სტუდენტებსაც დავეხმარები იმ საკითხის გამოძიებაში, რომელიც უკავშირდება ე.წ. ოდეერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საგანგაშო, იმიტომ, რომ განათლების სისტემაში, მითუმეტეს, უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში "ოდეერს" არაფერი ესაქმება," აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თსუ-ს სტუდენტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

"შევთანხმდით იმაზე, რომ დავიწყებთ ერთად მუშაობას იმისათვის, რომ სისტემურად შევცვალოთ თვითმმართველობის სტრუქტურა. გავხადოთ ისეთი, რომელიც მისაღები იქნება უნივერსიტეტისთვის და თანაბრად ყველა სტუდენტისთვის. იყო საკითხები, რომელიც შიგნით, უნივერსიტეტში გასარკვევიც იქნება და ამავდრულად, შევთანხმდით იმაზე, რომ მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტსაც და სტუდენტებსაც დავეხმარები იმ საკითხის გამოძიებაში, რომელიც უკავშირდება ე.წ. "ოდეერს". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საგანგაშო, იმიტომ, რომ განათლების სისტემაში, მითუმეტეს, უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში "ოდეერს" არაფერი ესაქმება. განათლების სამინისტროს არ ჰყავს "ოდეერი", რადგან არ შედის იმ მაღალი რისკის შემცველ სამინისტროებში, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნისა და ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება ასეთი წარმომადგენელი ჰყავდეს, ამიტომ, ჩვენ შესაძლებელია, რომ მივმართოთ პარლამენტსაც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს უნივერსიტეტშიც უნდა დაიწყოს მოკვლევა, შეგროვდეს ყველა ის პირველადი მასალა, რომელიც პროკურატურას გადაეგზავნება ამ საკითხის გამოსაძიებლად," განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

 

მინისტრმა, როგორც თავად განაცხადა, შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორისადმი კითხვები დასვა იმასთან დაკავშირებით, თუ "სად არის, რატომ არ ჩანს აკადემიური საბჭო ვინც ხმა მისცა გიორგი გაფრინდაშვილს და რატომ არ ასაბუთებს და არ ელაპარაკებიან სტუდენტებს. რატომ არ უხსნიან რომ ამ ადამიანს მისცეს, ან არ მისცეს ხმა ამის და ამის გამო. ვფიქრობ, კომუნიკაციის და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა, სიტუაციის საკმაოდ ესკალირებას ახდენს. ეს კითხვა დავსვი. ისიც ვთქვი, რატომ ვერ უზრუნველყოფს, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორი არჩევნების ნორმალურად ჩატარებას? აქაც ნამდვილად მათი როლია გამოკვეთილი," აღნიშნა თამარ სანიკიძემ და დააზუსტა, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებსა და შიდა საქმიანობაში, სამართლებრივი ბერკეტების არქონის გამო ვერ ჩაერევა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი