ლადო პაპავა: თამარ სანიკიძის განცხადება არის გაუგებრობა და არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა
13-03-2016, 00:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტუდენტებთან განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის შეხვედრას თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა ბუნებრივ ფაქტად მიიჩნევს, რადგანაც მისი თქმით, უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და როდესაც უნივერსიტეტში "ხდება ის, რაც დღეს ხდება, განათლების მინისტრის დაინტერესება, ბუნებრივია".

 


თუმცა რექტორი თამარ სანიკიძის უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოების არაეფექტურობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება და მას "გაუგებრობას" უწოდებს.

 


"ძალიან კარგს აკეთებს, რომ მოდის განათლების მინისტრი. ჩვენ ძალიან კარგი, პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. ეტყობა რაღაც გაუგებრობა იყო ის განცხადება, რაც მოვისმინე. იმედი მაქვს, რომ ნერვები არავის უღალატებს. ვგულისხმობ უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოების არაეფექტიან საქმიანობაზე გაკეთებულ განცხადებას. ეს არის გაუგებრობა და არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა," განაცხადა ლადო პაპავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი