დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ში IMF-ის რეგიონულ დირექტორს 4–პუნქტიანი რეფორმის სამთავრობო გეგმა გააცნო
13-03-2016, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ მასუდ აჰმედდთან საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა განიხილა და ფონდის პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობა გასულ წლებში საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით. ასევე ითქვა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა ფონდთან ახლაც წარმატებით გრძელდება.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მასუდ აჰმედსა და მისი დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საქართველოში ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის სტიმულირების მიზნით. მათ შორის, ვიცე–პრემიერმა დაასახელა 4–პუნქტიანი რეფორმის სამთავრობო გეგმა, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. მისი განცხადებით აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, მათ შორის, ე.წ. Startup–ების წახალისების მიზნით. როგორც ვიცე–პრემიერმა აღნიშნა, რეფორმა შეეხება ასევე მმართველობის სისტემასა და რეგიონულ პოლიტიკას. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

 

 

საქართველოს ვიცე–პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე საქართველოსა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის მიმართულებით.

 


შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი