ოთარ დანელია სამცხე-ჯავახეთში რეგიონული სამსახურების მუშაობას გაეცნო
13-03-2016, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამსახურში დასაქმებულია 30-მდე სპეციალისტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სასურსათო ბაზრის კონტროლს, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ახორციელებენ. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, რეგიონში მნიშვნელოვნად გაზრდილია ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში წვრილფეხა პირუტყვის ჭირი არ გამოვლენილა, დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს შხამ-ქიმიკატების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღწერა და კარტოფილის საწყობების საკარანტინო მავნებლებზე შემოწმება.

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა (აქედან 3 მაღალი გამავლობის) და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით (ვაქცინებისა და პათმასალის გადასატანად). საჭირო აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდა.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2014 წლიდან ინტენსიურად მუშაობს რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე; ლაბორატორიაში დაინერგა სურსათის და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების (მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების) პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა. 2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. 2015 წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი