შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარს, 17 წლის ქეთევან მჟავანაძეს შს სამინისტროში უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა გოგონას მისი სამუშაო კაბინეტი და სამინისტროს შენობა პირადად დაათვალიერებინა.
შს მინისტრმა ქეთევან მჟავანაძე საკუთარი ავტომანქანით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშიც მიიყვანა, სადაც მას საჩუქრად პატრულ-ინსპექტორის ფორმა და სიმბოლური სუვენირები გადასცეს. სამინისტროში სტუმრობის შემდეგ, გოგონას შესაძლებლობა ჰქონდა, რამდენიმე საათით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად თბილისის ქუჩებში პატრულირება განეხორციელებინა.
ბერი ანდრიას ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება. ფონდის ერთ-ერთი პროექტის თანახმად, ბენეფიციარები მათთვის სასურველ მინისტრს ხვდებიან და ერთი დღით სიმბოლურად მათ თანამდებობას იკავებენ. აღნიშნული პროექტით ბერი ანდრიას ფონდი ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, განვითარებასა და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.