ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრს გაბედული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს
12-06-2014, 07:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოვუწოდებ ღარიბაშვილს, გადადგას გამბედავი ნაბიჯი და დაიწყოს სერიოზული მომზადება რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრისათვის, - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიით.

 


მისი თქმით, ძალიან კარგი იქნებოდა, ნებისმიერ განცხადებას, რომელსაც პრემიერი აკეთებს, ამას ამბობდეს არა გონივრული დასკვნების შედეგად, არამედ კონკრეტული მოლაპარაკებების საფუძველზე.

 

 

"მე მივესალმები იმას, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი ამჯერად ცდილობს რუსეთთან ნორმალური ტონალობა შეინარჩუნოს, მაგრამ ნამდვილად ვერ მოვიწონებ იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ შემდგარა რაიმე ტიპის სერიოზული შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობებს შორის და პრაქტიკულად ყველა განცხადება, რომელიც კეთდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ცარიელი სიტყვებია ბაზრის გახსნასა და სტაბილურ ბაზართან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მოვისმინეთ ლუკაშევიჩის განცხადება, თუ რა შეიძლება მოხდეს 27 ივნისის შემდეგ რუსულ ბაზართან დაკავშირებით. აბსოლუტურად უსაფუძვლოა განცხადება, რომ ჩვენი რუსეთთან ურთიერთობები დალაგებულია, როცა ვხედავთ, რომ საზღვარი ყოველდღიურად გადმოდის საქართველოს სიღრმეში და ჩვენი მოსახლეობა ნამდვილად არ გრძნობს თავს დაცულად ამ მიმართულებით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 


მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება რუსეთის სურვილებთან დაკავშირებით, ასევე არაფერზე არ არის დაყრდნობილი, რადგან არ შემდგარა არც ერთი კონკრეტული მოლაპარაკება, არც ერთი შეხვედრა უმაღლეს დონეზე, რის გარეშეც ნებისმიერი განცხადების გაკეთებას, ბუნებრივია, აზრი არ აქვს.

 

 

"მე მოვუწოდებ ღარიბაშვილს, არამარტო კონსტრუქციული რიტორიკა გააგრძელოს რუსეთთან, არამედ გადადგას გამბედავი ნაბიჯი და დაიწყოს სერიოზული მომზადება რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრისათვის. არაფერი არ გამოვა, თუ არ შედგება პირდაპირი დიალოგი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან, თუ არ იქნება შეხვედრა პუტინთან და თუ არ იქნება კონკრეტული შეთანხმებები", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი