ჩვენთის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ინფორმირება და მათი კონსოლიდირება, რათა არ მოხდეს პროცესების ესკალაცია და მავთულხლართების დამონტაჟება და გადმოწევა ჩვენს ტერიტორიაზე," ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სოფელ ჯარიაშენთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას გააკეთა.
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად აამოქმედა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. კერძოდ, ინფორმირებულია ჟენევის სამივე თანათავმჯდომარე; ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენელი. ასევე, ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ კავშირზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, კერძოდ, მის ხელმძღვანელთან, რომელიც ადგილზეა და იქ აკვირდება დეტალურად პროცესებს. ეს საკითხი იქნება სერიოზული განხილვის თემა სამშაბათს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განხილვის დროს. გარდა ამისა, უახლოესი რაუნდი მარტის მეორე ნახევარში იგეგმება ჟენევაში და ჩვენი დელეგაცია ძალიან მწვავედ დააყენებს ამ საკითხს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ინფორმირება და მათი კონსოლიდირება, რათა არ მოხდეს პროცესების ესკალაცია და მავთულხლართების დამონტაჟება და გადმოწევა ჩვენს ტერიტორიაზე," განაცხადა ზალკალიანმა.
სოფელ ჯარიაშენის განაპირას, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა, გუშინ დილით დაწყებული სამუშაოები განაახლეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და ადგილობრივების ბაღებში გზა გაჰყავთ.
სოფელ ჯარიაშენის პერიმეტრზე გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.