"გთხოვთ ძმანო და დანო, ჩემო სულიერო შვილებო, შემინდეთ ცოდვები ჩემი" - ილია მეორემ მრევლს შენდობა სთხოვა
13-03-2016, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შენდობის წესი შეასრულა და შენდობის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს შენდობა სთხოვა.

 

 

"მაცხოვარი ამბობს, თუ შეუნდობ მოყვასს, უფალი მამაზეციერი შეგინდობს და ამ კურთხეულ დღეს, მე ცოდვილი მონა, გთხოვთ ძმანო და დანო, ჩემო სულიერო შვილებო, შემინდეთ ცოდვები ჩემი", - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

როგორც უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, დღეს უნდა დავძლიოთ ამპარტავნება და სხვას თუ არ შეუძლია მოსვლა და პატიების თხოვნა, ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ვთხოვოთ პატიება ჩვენს მოყვასს.

 

 

"შევთხოვოთ უფალს, რომ მან მოგვცეს ძალა ბოროტებასთან გასამკლავებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი უფრო მკაცრი და ბოროტი გახდა. ბოროტება თითქოს მოიცავს ჩვენს ცხოვრებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის მადლი აღემატება ცოდვას და ღმერთი მოწყალეა," ბრძანა პატრიარქმა.

 


ქადაგების შემდეგ ილია მეორემ მრევლი დალოცა და სავედრებელი ლოცვა წაიკითხა.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   kaxa
      
ილოცეთ ჩემი და ჩემი ოჯახისთვის და ვილოცებ მეც რათა შემინდოს და მაპათიოს ყოველი ცოდვა
13 მარტი 2016 13:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი