სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და გარკვეულ მედია საშუალებებს მის წინააღმდეგ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
საკითხი ეხება ლევან შონიასა და მისი ახლო ნათესავების თხილის ბიზნესში ერთობლივი ჩართულობისა და აფხაზეთიდან თხილის შემოტანის ბრალდებას, რაც ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გააჟღერა და რასაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი კატეგორიულად უარყოფს.
"ცალსახად აღვნიშნავ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მიზნად ისახავს ჩემი, როგორც გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას, რასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ იყენებენ. მსგავს თემებზე აპელირების დროს პოლიტიკური ძალები და მედია ახდენს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას, არ აქვთ ფაქტები, წყაროები და ხდება მხოლოდ იმის გაჟღერება რაც ოპონენტი პარტიების სურვილია.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები ჩართული არ არიან თხილის ბიზნესში და არც 12 მარტს გადაცემა ბიზნეს კურიერში ნახსენებ ზუგდიდის ბაზრის ე.წ. ბიზნეს ინტერესებში. აქვე აღვნიშნავ, რომ სიუჟეტში ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაკეთებული აქცენტები, შეიცავდა მხოლოდ ბრალდებებს და იყო სიცრუე.
ჟურნალისტს, როგორც ნეპოტიზმის, ასევე საკოლმეურნეო ბაზრის და თხილის საკითხის განხილვის დროს არ მოუყვანია მეორე მხარის პოზიცია. ჟურნალისტი ტელეფონით დამიკავშირდა, შეხვედრაზე ყოფნის გამო პრესსამსახურთან გადავამისამართე, თუმცა ამის შემდეგ თემის გარკვევა ჟურნალისტს არც პრესსამსახურთან და არც ჩემთან უცდია. სიუჟეტში მოხდა მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესის გატარება და რეალურად არ მომხდარა სიმართლის გამოკვლევა. ჟურნალისტმა არ სცა პატივი სიმართლეს, არ გამოიკვლია ის, არ გადაამოწმა ფაქტები და ენდო მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას და დაიცვა მისი ინტერესები.
გადაცემა „ბინზეს კურიერში“გასული ცალმხრივი და მიკერძოებული სიუჟეტის გამო, მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რადგან მიგვაჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი- ,,ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია."
რაც შეეხება თხილი ბიზნესს და მონოპოლიას - საბედნიეროდ საქართველოში დასრულდა დრო, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურები და მაღალი თანამდებობის პირები ახდენდნენ ბიზნესის მონოპოლიას. ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლამდე თხილის ფასს რეგიონში ყოფილი პრეზიდენტის ძმის ქარხანა არეგულირებდა (თხილის ფასი ამ პერიოდში 3-4 ლარს არ ცდებოდა). ჩვენი ხელისუფლებაში მოვლის პირველივე წელს კი ერთი კილოგრამი თხილის ფასმა ისტორიულ ნიშნულს 14 ლარს მიაღწია, საბედნიეროდ დღეს თხილის ფასს განსაზღვრავენ არა ცალკეული თანამდებობის პირები და მათი ახლობლები, არამედ განსაზღვრავს ბაზარი და მისი მოთხოვნები," აღნიშნულია ლევან შონიას განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.