საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნება. ინფორმაცია ამის შესახებ sportall.ge -მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა.
51 წლის სპეციალისტს ფედერაცია ოფიციალურად, ხვალ, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.